Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „გლობალური სოციოლინგვისტიკა“ GloSoc5

2026 წლის 16-17 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „გლობალური სოციოლინგვისტიკა“ GloSoc5

 

მიმდინარე წელს კონფერენცია ეძღვნება ენის სწავლა/სწავლების სოციოლინგვისტიკას.
ღონისძიების სამუშაო თემებია:


 ენის პოლიტიკა
 ენის დისტანციური და ციფრული სწავლება
 პირველი ენის როლი მეორე ენის სწავლების პროცესში
 ენობრივი უფლებები
 მშობლიური ენის მოდელის გამოყენება მეორე ენის სწავლების პროცესში
 არაფორმალური ენის ათვისება კლასგარეშე გარემოში
 მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლების პროცესი
 ენის სწავლა თამაშებისა და სოციალური მედიის საშუალებით
 ავთენტური მასალების როლი და მათ გამოყენება მეორე ენის სწავლების პროცესში
 ენის სწავლების სოციოკულტურული ასპექტები
 მემკვიდრეობითი ენების სწავლება
 მეორე ენის წარმატებული შემსწავლელის მოდელი
 მეორე ენის სწავლების მდგრადობა
 დეკოლონიზაციის პრინციპები განათლებაში
 კრიტიკული პედაგოგიკის როლი მეორე ენის სწავლების კონტექსტში


კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით.


სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური


საკონფერენციო თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ივნისი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე შემდეგ მისამართზე: glosoc5@tsu.ge

საკონტაქტო პირები: გიული შაბაშვილი, დიკ სმაკმანი

 

თეზისების გაფორმება:


ფონტის ზომა: 11
ფონტი: Sylfaen; 
სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა: 500;
გადმოგზავნილი დოკუმენტი უნდა იყოს ვორდის ფორმატის, ტექსტში მითითებული უნდა იყოს მოხსენების სათაური, ავტორის სახელი და გვარი, სტატუსი, ორგანიზაციის დასახელება, ელ-ფოსტა. თეზისებს უნდა ახლდეს საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი არაუმეტეს ხუთისა.


საკონფერენციო მოსაკრებელი:


ძირითადი მომხსენებლები - 120 ლარი
რამდენიმე ავტორის შემთხვევაში - 100 ლარი
დოქტორანტები - 70 ლარი


დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://linguistlist.org/issues/37/864/

თარიღი: 18/04/2026